ბათუმში, 6 მაისი პარკში 156 ძელსკამი გარემონტდება

საქართველო, თბილისი - 15:40 | 27.06.2016
ნანახია: 1263

ბათუმში, 6 მაისის პარკში ძელსკამების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ რუსთაველის ქუჩის მხარეს არსებული 41 ძელსკამის ზედაპირი ლარიქსის მასალით შეიცვალა.

პარკში ეტაპობრივად 156 ძელსკამი გარემონტდება. დამატებით გაკეთდება და გაიღებება ძელაკები.

გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დრამატული თეატრის წინ, შადრევნის ირგვლივ არსებულ 10 ძელსკამს. განახლდება ქვის საყრდენო კონსტრუქცია და გაკეთდება ახალი ძელაკები.

აღნიშული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 30 330 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ერგო გრუპი“ ახორციელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე