ფინანსთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 13:48 | 27.06.2016
ნანახია: 1198

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფება, სადაც 30 ივნისს - 1 ივლისს, ქ. კიოტოში, მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის პირველ შეხვედრაში, რომელშიც საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც BEPS-ის ასოცირებული წევრი.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

დღეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს, ქალბატონ კაე იანაგისავას.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამომავლო პერსპექტივა, რაც გულისხმობს JICA-ს მიერ საქართველოში დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების პორტფელის გაზრდას.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე