ბათუმში სანიაღვრე არხები იწმინდება

საქართველო, თბილისი - 13:04 | 27.06.2016
ნანახია: 1548

ბათუმში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ  ქალაქის მასშტაბით, ივნისის თვეში, წყალგამტარი არხების გაწმენდა 19 ქუჩაზე განხორციელდა.

აღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად სხვა ქუჩებზეც გაგრძელდება. გარდა ამისა, არდაგანის ტბის მიმდებარედ, რუსთაველის, გორგილაძისა და ბაქრაძის ქუჩებზე დამონტაჟდა სანიაღვრე მილები და ჭები. სამუშაოებს შპს „ბათუმის წყალი“ ახორციელებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე