საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.7 პროცენტია

საქართველო, თბილისი - 12:10 | 27.06.2016
ნანახია: 1141

1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით. მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.4 მლრდ ლარით, ანუ 5.6 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.4 პროცენტით) და 23.2  მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.7 პროცენტია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე