Brexit-ის გამო რამდენი დაკარგეს ყველაზე მდიდარმა ადამიანებმა?

საქართველო, თბილისი - 11:07 | 27.06.2016
ნანახია: 1210

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის მოულოდნელი შედეგების გამო, მსოფლიოს 400 ყველაზე მდიდარმა ადამიანმა 127,4 მლრდ დოლარი დაკარგეს.

როგორც Bloomberg-ი წერს, ბრიტანელების გადაწყვეტილების გამო გლობალურ ბირჟებზე რყევები დაფიქსირდა, რამაც ზოგიერთი აქციის გაუფასურება გამოიწვია.

Brexit-ის შედეგად ყველაზე მეტი ზარალი ნახა ევროპელმა ბიზნესმენმა ამანსიო ორტეგამ, საუბარია 6 მლრდ დოლარზე.

Brexit-ის გამო მლრდ-ზე მეტით იზარალა ბილ გეიტსმა, ჯეფ ბეზოსმა და დიდ ბრიტანეთში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა - ჯერალდ კავენდიშ გროსვენორმა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნიის დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის 52 %-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლას დაუჭირა მხარი.

რეფერენდუმის შედეგების გაუქმებასა და ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, შესაბამის პეტიციაზე 2 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ხელი უკვე მოაწერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე