ერდოღანმა Trump Towers Istanbul-ს შესაძლოა სახელი გადაარქვას

საქართველო, თბილისი - 10:44 | 27.06.2016
ნანახია: 1189

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბულში მდებარე Trump Tower-ს სახელი უნდა შეეცვალოს, რადგანაც აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი და თავად Trump Tower-ის ფრანჩაიზის მფლობელი დონალდ ტრამპი „ისლამოფობიით“ გამოირჩევა.

The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით მედია ერდოღანის სიტყვებს ციტირებს და წერს, რომ  ტრამპს „აშშ-ში მუსულმანების ატანა არ აქვს“ და სწორედ ამიტომ სტამბულში მდებარე ცათამბჯენს ტრამპის სახელი უნდა „ჩამოშორდეს“.

ბიზნესკომპლექსი Trump Tower -ი თურქული კომპანია Dogan Sirketler Grubu Holding AS-ის მიერ 2012 წელს გაიხსნა.

Trump Towers Istanbul-ი ორი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან ერთი 37 სართულიანი, ხოლო მეორე 39 სართულიანია. თად ბიზნესკომპლექსი კი დონალდ ტრამპის კუთვნილი ფრანჩაიზის მფლობელია.

2012 წელს სტამბულში Trump Tower -ის გახსნას რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ესწრებოდა, თუმცა დღეს ქვეყნის მეთაური ამას შეცდიომად აფასებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე