წყალტუბოში 5 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველო, თბილისი - 17:44 | 24.06.2016
ნანახია: 1210

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N8-ში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ცისკარი“150 ათასი ლარად საინვესტიციო პირობებით შპს „ნითას“ საკუთრებაში გადასცა.

საინვესტიციო პირობების მიხედვით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სულ მცირე 50 ნომრიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება.

ასევე, შპს „ნითა“ უზრუნველყოფს  სასტუმროს ტერიტორიის კეთილმოწყობას და არანაკლებ 20ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომისმშენებლობას. კომპანია სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის და  შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ჯამში არანაკლებ5 000 000 ლარის ინვესტიციასგანახორციელებს.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

 

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე