„m2თამარაშვილზე“ - კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაგეგმილზე ორთვე-ნახევრით ადრე დასრულდა

საქართველო, თბილისი - 16:49 | 24.06.2016
ნანახია: 1282

დეველოპერული კომპანია m2თამარაშვილის ქუჩის N6-ში ახალსაცხოვრებელ კოპლექსს გახსნის. ენერგოეფექტური კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაგეგმილზე ორთვე-ნახევრით ადრე დასრულდა და კომპანია მესაკუთრეთათვის  ბინების გადაცემის პროცესსიწყებს.

„m² თამარაშვილზე“  270 ბინიანი კომპლექსია, რომელიც ორი ცხრამეტსართულიანი კორპუსისგან შედგება. საცხოვრებელი კომპლექსისარქიტექტურულიხიბლი იმაშია, რომთითოეულბინასმთლიანფასადზეგახსნილივიტრაჟულიკარ-ფანჯარადააივანიაქვს.პროექტს გამოარჩევს გამწვანებული გარემოც - მრავალწლოვანი ნარგავები და კორპუსების გვერდით სპეციალურად მოწყობილი სკვერი. დამატებითი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის კომპლექსს ეყოლება საკუთარი დაცვის, დასუფთავების და გამწვანების სამსახური, რომელთა მომსახურებაც ერთი წლის განმავლობაში მობინადრეთათვისუფასო იქნება.ასევე, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, კომპლექსი აღჭურვილია საერთაშორისოსტანდარტებისმქონე ხანძარსაწინააღმდეგოსისტემით, მათ შორის სადარბაზოებში დამონტაჟებული ხანძარმედეგიკარით.

საცხოვრებელი კომპლექსი ენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეები 23%-მდე კომუნალური გადასახადების დაზოგვას შეძლებენ. „m2თამარაშვილზე“მესაკუთრეებს შესაძლებლობა ექნებათ დასრულებულ კომპლექსში პირადაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ, მათი მოთხოვნების შესაბამისად სრულად გარემონტებულ ბინებში. მაცხოვრებლებს სახლში დახვდებათ იტალიურისამზარეულოჩაშენებულიგაზქურითადაგამწოვით. მშენებლობის ბოლო ეტაპზე თითოეული ბინის მფლობელს საშუალება ჰქონდა თავად შეერჩია ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები.

მნიშვნელოვანია, რომ „m² თამარაშვილზე“  სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. კომპლექსში დამონტაჟებულია ქართული ხმოვანი ლიფტები.

m2-მა ამ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ 2014 წლის 22 ივლისს განაცხადა. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები კი იმავე წლის აგვისტოში დაიწყო და 22 თვეს გაგრძელდა. პროექტი „m² თამარაშვილზე“ დაფინანსებულია  საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და კანადის მთავრობის მიერ. დაფინანსების საერთო მოცულობამ 14 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 4 მლნ აშშ დოლარი კანადის მთავრობამ  უშუალოდ ენერგოეფექტური მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობის მიზნით გამოყო. გაყიდვების მაღალმა ტემპმა კომპანიას საშუალება მისცა აღნიშნული სესხი ვადაზე ადრე დაეფარა.პროექტისმთლიანმასაინვესტიციოღირებულებამ 21 მილიონი დოლარიშეადგინა.ამ დროისათვის კომპლექსში ბინების 75% გაყიდულია. „m² თამარაშვილზე“კომპანიის მიერ განხორციელებული მეხუთე წარმატებული პროექტია.

 

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე