საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტად ისევ ფადი ასლი აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 13:33 | 24.06.2016
ნანახია: 2107

საერთაშორისო სავაჭრო პალატამ გენერალური ასამბლეა გამართა. არჩევნების შედეგად აირჩა ბორდის შვიდიწევრი, თავმჯდომარე და ორი ვიცე-თავმჯდომარე/ხაზინადარი.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატას ბორდის წევრობისთვის 7 ვაკანტური პოზიცია ჰქონდა გამოცხადებული, რომლისთვისაც 10 კანდიდატმა იყარა კენჭი. არჩევნების შედეგად შეირჩა:

ფადი ასლი- აგრიტექნიკს გოლდინგი, სლაკ ჯორჯია

ალექსი ალექსიშვილი- პოლიტიკისა და მართვის კონკალტინგ ჯგუფი (PMCG)

ნიკოლოზ მჭედლიშვილი- პეტროკას ენერჯი ჯგუფი

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი- სს ლომისი

ზაზა ბიბილაშვილი- BGI Legal

სტივენ ჯონსონი- სასტუმრო ბეტსი

მაიკლ სონდერსი- სონდერს გრუფი

გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარედ ფადი ასლი, აირჩია, ხოლო პირველ ვიცე-თავმჯდომარედ  ალექსი ალექსიშვილი და მეორე ვიცე-თავმჯდომარედ/ხაზინადარი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

გენერალურმა ასამბლეამ აგრეთვე დაამტკიცა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორი წევრი ( ნონა მამულაშვილი და  ოსმან მჟავანაძე), რომლებიც გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის 15 ივნისს აირჩია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე