ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის კეთილმოწყობა გრძელდება

საქართველო, თბილისი - 11:31 | 24.06.2016
ნანახია: 1197

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის კეთილმოწყობა გრძელდება. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, პუშკინისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის მონაკვეთში, დასრულდა მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანა. დაიგო 1524 კვმ სიგრძის 7 სმ-იანი ასფალტის პირველი ფენა. მოეწყო 230 გრძ.მ ბორდიური.  დამონტაჟდა 12 ცხაურიანი და 6 საკომუნიკაციო ჭა.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეკორატიული ფილების მოწყობის სამუშაოები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე