ყველაზე იაფიანი ქვეყნების რეიტინგში საქართველოც მოხვდა

საქართველო, თბილისი - 10:43 | 24.06.2016
ნანახია: 1397

Numbeo-ს ბაზის მიხედვით გაკეთებული რეიტინგით ირკვევა, რომ საცხოვრებლად  ყველაზე იაფი ქვეყანა ინდოეთია, ხოლო შემდეგ მოდის პაკისტანი და ნეპალი.

ირკვევა, რომ ნიუ-დელიში, მუმბაისა და ბანფალორში საკვები, ტანსაცმელი და ყოველდღიური მოხმარების საგნები მათ შორის კბილის პასტა ღირს საკმაოდ იაფია ვიდრე შემოსავალი. სწორედ ამიტომ აქ ცხოვრება გაცილებით იაფია ვიდრე სხვა ქვეყანაში.

საცხოვრებლად იაფიანი ქვეყნების რეიტინგში მოხვდა საქართველოც. უფრო კონკრეტულად თბილისი, რომელიც 455-ე ადგილზეა.

საქართველოს გარდა რეიტინგში არიან მოლდოვა, ყაზახეთი, ალჟირი, აზერბაიჯანი და კოლუმბია.

რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა მსოფლიოს მასშტაბით 5875 ქალაქში არსებული ფასები გამოკვლიეს. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო ასევე კვების, ტანსაცმლის, ტრანსპორტის, ინტერნეტის, სატელეფონო საუბრების, დასვენების, გართობის და სხვა სერვისების ფასები.

კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი ციურიხი, ჟენევა და ბაზელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე