ბათუმის პორტში თეთრი ფერის სანავიგაციო ნიშნების მკვეთრ, წითელ ფერად გადაღებვის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 10:17 | 24.06.2016
ნანახია: 1262

ბათუმის პორტში თეთრი ფერის სანავიგაციო ნიშნების მკვეთრ, წითელ ფერად გადაღებვის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურში“ განმარტავენ, ბათუმის პორტის გარშემო ინფრასტრუქტურის განაშენიანებამ და ფერადი ილუმინაციების სიმრავლემ დღისწესრიგში დააყენა პორტში განთავსებული თეთრი ფერის სანავიგაციო ნიშნების მკვეთრ, წითელ ფერად გადაღებვის აუცილებლობა, რათა სხვადასხვა ნაგებობების ფონზე შემომავალი გემებისათვის ვიზუალური კონტაქტისას სანავიგაციო ნიშნების ხილვადობა უფრო მკვეთრი იყოს.
ამ მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ აჭარის მონაკვეთის სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის ჯგუფი ბათუმის პორტში განთავსებული გემების ორიენტირის წინა და უკანა სახაზე ნიშნებზე პროფილაქტიკურ – სამღებრო სამუშაოებს ატარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე