„მთის კურორტების განვთარების კომპანია“ და „რედკო“ ურთიერთთანამშრომლბის მემორანდუმს გააფორმებენ

საქართველო, თბილისი - 18:59 | 23.06.2016
ნანახია: 1266

ხვალ, 24 ივნისს,  10:00  საათზე სასტუმრო „ჰოლიდეინ ინში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვთარების კომპანიასა“  და კომპანია „რედკოს“ შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლბის  მემორანდუმს.

 ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი და  კომპანია „რედკოს“ წარმომადგენლები.

 2016 წლის კომპანია „რედკომ“ შეიძინა მიწის ნაკვეთი ახალ გუდაურში,  სადაც უმაღლესი ევროპული დონის, საკურორტო ზონის  მშენებლობას და 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე