ლარი გაუფასურებას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 17:17 | 23.06.2016
ნანახია: 1210

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2431 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2240 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5603 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5111 ლარს შეადგენდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე