აჭარაში ბუნებრივი აირის გათიშვა პრობლემებს უქმნის კერძო სექტორსაც

საქართველო, თბილისი - 13:24 | 23.06.2016
ნანახია: 1326

აჭარაში ბუნებრივი არის გათიშვა პრობლემებს უქმნის კერძო სექტორსაც. ბუნებრივი აირის გეგმიური გათიშვის გამო, ტურისტულ სეზონზე დროებით დაიხურება კვების ობიექტების ნაწილი.

„გაცნობებთ, რომ ბათუმისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით რესტორანი „პელიონი“ დაიხურება პარასკევს, შაბათს და შესაძლოა კვირას. შეგიძლიათ გვეწვიოთ თანდილა ლობი ბარში, ან სქაი ბარ ნეფელეში“, წერს სასტუმრო Hilton-ში განთავსებული Pelion Restaurant-ის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ აჭარა ბუნებრივი აირის გარეშე რამდენიმე დღე დარჩება.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, საავტომობილო მაგისტრალზე მიმდინარე მშენებლობის გამო ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 4 პუნქტზე განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, 24 ივნისიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. სამუშაოები გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში. გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად განახორციელებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე