მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას შესაძლოა, 99 დასახლება დაემატოს

საქართველო, თბილისი - 12:55 | 23.06.2016
ნანახია: 1162

საქართველოში მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას შესაძლოა, 99 დასახლება  დაემატოს,- ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დასახლებების დამატებით, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან 38 ათას ადამიანს დამატებით შეეხება ის სოციალური შეღავათები,  რომლებიც არის გათვალისიწინებული კანონით.. დღემდე ამ დასახლებების არდაფარვა იყო იმ მიზეზით გამოწვეული, რომ არ არსებობდა ზუსტი ნუსხა და სისტემატიზირებული მონაცემები. ჩვენ ეს სისტემა დავხვეწეთ. შემოვდივართ წინადადებით, რომ 38 ათასი ადამიანი, ანუ 99 დასახლება დაემატოს ნუსხას“,-აღნიშნა პრემიერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე