Burj Khalifa-ს მსგავსი ბოთლებით დუბაიში წყალი გაიყიდება

საქართველო, თბილისი - 18:27 | 23.06.2016
ნანახია: 1276

დანიელი დიზაინერის ბიზნეს შეთავაზება: დუბაიში წყლის რეალიზება ცათამბჯენ Burj Khalifa-ს მსგავსი ბოთლებით მოხდეს.  ბოთლის ღირებულება, რომლის სიმაღლეც დაახლოებით ნახევარი მეტრი იქნება, 700 დირხამი, ანუ 190 დოლარი ეღირება.

ბოთლი მინისგან იქნება დამზადებული და 750 მილილიტრ სითხეს დაიტევს. ბოთლი აღჭურვილი იქნება LED განათებით.

აღნიშნული ღურჭელი გაიყიდება როგორც სუვენირი, ხოლო მის შიგნით სასმელი წყალი იქნება მოთავსებული, რომლის შემოტანაც ისლანდიიდან მოხდება.

დიზაინერი მალე Burj Khalifa-ს იდენტუტ სხვა ჭურჭელსაც წარმოადგენს, რომლის სიმაღლეც 7 მეტრამდე იქნება და ის ბრილიანტისა და ალმასის თვლებით იქნება გაწყობილი. აღნიშნული ჭურჭელი აუქციონის წესით გასხვისდება.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლიდან Burj Khalifa მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის სტატუსს ატარებს. მისი სიმაღლე 828 მეტრია და 163 სართულს მოიცავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე