Air Astana IPO-ს გეგმავს

საქართველო, თბილისი - 10:26 | 23.06.2016
ნანახია: 1270

2018 წლისთვის ყაზახური ავიაკომპანია Air Astana IPO-ს გეგმავს. როგორც South China Morning Post-ი წერს, IPO იქნება ორი სახის: ფასიანი ქაღალდები განთავსდება როგორც ყაზახეთის, ასევე საერთაშორისო ბირჟაზე, ამისათვის კი სამი ბირჟა განიხილება: ლონდონის, ჰონკონგის და სინგაპურის.

Air Astana-ს ხელმძღვანელის პიტერ ფოსტერის თქმით, IPO დაახლოებით 2018 წლის მარტში განხორხიელდება.

„კანონმდებლობით პირველადი ლისტინგი ქვეყნის შიგნით უნდა განხორციელდეს. თუმცა ვინაიდან შიდა ბაზარი ლიკვიდური არ არის მეორე ლისტინგი განხორციელდება ან ლონდონში, ან სინგაპურში ან კიდევ ჰონკონგში“, აღნიშნა Air Astana-ს ხელმძღვანელმა.

ამ დროისათვის Air Astana-ს ფასიანი ქაღალდების 51 %-ი ყაზახეთის სახელმწიფოს საკუთრებაა, ხოლო 49 %-ს ბრიტანული კომპანია BAE Systems-ი ფლობს.

როგორც ირკვევა, ავიაკომპანია IPO-ს ადრეც გეგმავდა, თუმცა სახელმწიფო წინააღმდეგი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ პროცესი მხოლოდ BAE Systems-ს წილს შეეხებოდა, თუმცა ამ დროისათვის ყაზახეთის მთავრობა თანახმაა, რომ Air Astana-მ IPO განახორციელოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე