ნოდარ ხადურმა სერტიფიკატები გადასცა ახალგაზრდებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება

საქართველო, თბილისი - 16:36 | 22.06.2016
ნანახია: 1305

22 ივნისს, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სერტიფიკატები გადასცა ახალგაზრდებს, რომლებმაც „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წარმატებით გაიარეს სტაჟირება სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სახაზინო სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

 ნოდარ ხადურმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა სტაჟირების პროცესში გამოჩენილი მონდომებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროში მიღებული ცოდნა, მათ გამოადგებათ შემდგომ საქმიანობაში. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდების სახით, რომლებსაც მიღებული ექნებათ შესაბამისი გამოცდილება, ქვეყანას კვალიფიციური კადრები ეყოლება.

 „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო სტაჟიორთა 4 ნაკადი.

 სამინისტროს სისტემის მასშტაბით, სულ, სტაჟირება გაიარა 389 სტაჟიორმა. 2016 წლის მაისიდან, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-4 ნაკადი, რომლის ფარგლებში, სტაჟირება წარმატებით დაასრულა 58 ახალგაზრდამ, ხოლო პროგრამის გავლას განაგრძობს 17 სტაჟიორი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე