აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ კიდევ ერთი გადაცემა მზადდება

საქართველო, თბილისი - 14:48 | 22.06.2016
ნანახია: 1163

აჭარაში თურქეთში რეიტინგული ტელეარხის IZ TV-ს გადამღები ჯგუფი იმყოფება. ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ თურქეთში წარმოებული პიარ კამპანიების ფარგლებში სტუმრობს.

გადაცემის წამყვანი აჭარის მაღალმთიანეთში მოგზაურობს და აქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებს ეცნობა. გადაცემის ფორმატის მიხედვით, ის ტელეარხის მილიონობით მაყურებელს თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებებს გაუზიარებს და აჭარაში არსებული ტურისტული შესაძლებლობების შესახებ მოუყვება. ტელეარხის ობიექტივში ბათუმის ტურისტული ადგილების გარდა, მაღალმთიანი აჭარა, ბოტანიკური ბაღი და ქართული სამზარეულო მოხვდა. მიმდინარე წელს, ეს უკვე რიგით მეშვიდე პოპულარული ტელეარხის გადამღები ჯგუფია სამიზნე ქვეყნებიდან CNN-ს, “Моя планета“- ს, ПЯТНИЦА»- სა და სხვა ტელეარხების შემდეგ.

2016 წელს, მთლიანობაში დეპარტამენტი 30-მდე პრესტურს გაუწევს ორგანიზებას, რომლის ფარგლებშიც რეგიონის შესახებ გადაცემებს, ტელე-რადიო სიუჟეტებს და სტატიებს 200-მდე ჟურნალისტი მოამზადებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე