მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ
საქართველო, თბილისი - 12:55 | 22.06.2016 ნანახია: 1210ენერგეტიკულ თანამეგობრობაში (Energy Community) გაწევრიანებით საქართველო ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულებას აიღებს, რაც ბაზრებს უფრო მოქნილსა და მიმზიდველს გახდის, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ინვესტორისათვის. კერძოდ მომხმარებლისათვის, ბაზრის ლიბერალიზაცია ნიშნავს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი იმ კომპანიების არჩევის შესაძლებლობას, რომელიც მისთვის სასურველ მომსახურების პირობებს შესთავაზებს. დღეს მოქმედი რეგულაციებით, ასეთი შესაძლებლობა მომხმარებელს არ გააჩნია და მომსახურებას იღებს იმ გამანაწილებელი კომპანიისაგან, რომელიც მის რეგიონში ოპერირებს.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა შეეხება ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ბაზრებს. საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციისათვის საჭიროა ერთმანეთისგან კანონმდებლობით გაიმიჯნოს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მფლობელობა და ელექტროენერგიის გენერაცია.
საცალო ბაზრის ლიბერალიზაცია გულისხმობს ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მფლობელობის გამიჯვნას ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობისაგან. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი დარჩება იმ კომპანიების მფლობელობაში ვინც დღეს მათ ფლობენ (სს „თელასი“, სს „ენერგო პრო ჯორჯია“, სს „კახეთის ენერგო დისტრიბუცია“), თუმცა ქსელზე დაშვება თავისუფალი იქნება ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობას განახორციელებს. ე.ი. მომხმარებლები ელექტროენერგიას მიიღებენ იგივე ინფრასტრუქტურის მეშვეობით რომლითაც დღეს იღებენ, თუმცა ამ მომსახურებისთვის ისინი საფასურს სხვა კომპანიებს გადაუხდიან და თუ რომელს, ამას თავად აირჩევენ.
იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ელექტროენერგია შეუფერხებლად მიიღონ, ქსელის მფლობელმა კომპანიებმა სხვა კომპანიების მიერ მათი ქსელის გამოყენებაზე შეზღუდვა არ უნდა დააწესონ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ამბობენ, რომ ამ დროს კომპანიებს თმენის ვალდებულება უჩნდებათ. სემეკის ინფორმაციით, რომ ლიბერალიზაციის შემდეგ მომხმარებლებს კომპანიების არჩევის საშუალება, შესაძლოა, სემეკის ვებ გვერდის მეშვეობით ჰქონდეთ.
"მომხმარებელს, რომელსაც სურს მიიღოს ელექტროენერგია, შესაძლებლობა ექნება ვებ გვერდის მეშვეობით გაეცნოს კომპანიათა შეთავაზებას და ელექტროენერგიის მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმოს იმ კომპანიასთან, რომელიც მისთვის სასურველ პირობებსა და მომსახურებას სთავაზობს", - ამბობს სემეკის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი მარიამ იოსელიანი.
ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაცია ასევე გულისხმობს ბაზარზე კონკურენციის არსებობას, რომლის პირობებშიც, ელექტროენერგეტიკული ბაზრის მსგავსად, მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს კომპანია, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, როგორც ბუნებრივი გაზის წნევასთან, კალორიულობასთან, ასევე ტარიფთან და მომსახურების ხარისხთან მიმართებაში.
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა