ეკონომიკურ ფორუმს, რომელსაც ივანიშვილი ესწრებოდა "რეფორმატორების" გენერალური მდივანი ეხმაურება
საქართველო, თბილისი - 11:44 | 22.06.2016 ნანახია: 1160ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარის გამოსვლას "რეფორმატორებში" აფასებენ და ირაკლი გილაურს ურჩევენ, სანამ ის ქვეყნის საქმეებზე ისაუბრებს, იმით დაიწყოს, რამდენი ოჯახი გააუბედურეს და დატოვეს ღია ცის ქვეშ ბანკებმა კაბალური პირობებითა და უპრეცედენტოდ დაწესებული საპროცენტო განაკვეთებით.
ეკონომიკურ ფორუმს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა "რეფორმატორების" გენერალური მდივანი ეხმაურება.
"საქართველოში ერთ-ერთ მწვავე პრობლემად დგას მაღალი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც საბანკო სექტორს გააჩნია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგის მიხედვით, საქართველო სესხების აღების სიმარტივით 104-ე ადგილზეა 142 ქვეყანას შორის.
არსებული არამდგრადი ეკონომიკური სიტუაცია, პირდაპირ აისახება მოქალაქეთა ფინანსურ შესაძლებლობებზე, რაც თავის მხრივ ართულებს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილობრივ ან მთლიანად შესრულებას. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის აპრილის მდგომარეობით, ვადაგადაცილებული სესხები 30.5 მლნ ლარით გაიზარდა და 355.3 მლნ ლარს გაუტოლდა, მაშინ როდესაც, 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 305,646 მლნ ლარს შეადგენდა. აქ ზრდა შესამჩნევია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რა მდგომარეობაშია ეკონომიკა. ასევე ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი 514.4 მლნ ლარით შემცირდა და 15.11 მლრდ ლარს გაუტოლდა. რა მდგომარეობაა დღეს საბანკო სექტორსა და ბიზნეს შორის, წესით ბანკი და ზოგადად საბანკო სექტორი მუდმივ კონტაქტში უნდა იყოს ბიზნესთან და სესხთან დაკავშირებული პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, მასთან ერთად უნდა იხილავდეს კრედიტორ ბიზნეს სუბიექტებთან პრობლემიდან გამოსვლის გზებს, უნდა უწევდეს კვალიფიციურ ფინანსურ კონსულტაციებს, იხილავდეს და ურჩევდეს ბიზნესში ფინანსური განვითარების მისეულ ხედვებს და საერთოდ, იყოს მისი კეთილისმსურველი პარტნიორი.
მაგრამ დღეს, როგორც კი ბიზნეს და ზოგადად კრედიტორს, კრედიტის გადახდის პრობლემა შეექმნება, ბანკი მყისვე ამოქმედდება და მსესხებლის მიერ ვადის გადაცილების დღიდანვე ხდება მასთან დაკავშირება და თანხის გადახდაზე დაგვიანების მიზეზების გარკვევა, კლიენტთან საცხოვრებელ მისამართზე, ან ბიზნესის ადგილსამყოფელზე ვიზიტი. თუ აღნიშნულმა ღონისძიებებმა სწრაფი შედეგები არ გამოიღო, ასეთ შემთხვევაში, საკრედიტო ექსპერტი კვლავ მიდის კლიენტთან და დავალიანების ,,ამოღებაზე" მუშაობს თავმდებისა თუ სხვა პირის დახმარებით, მიმდინარე ნავაჭრის ამოღებით, სასაქონლო მარაგების, ან პროდუქციის რეალიზაციით, შემდგომ ხდება კლიენტის დაბარება და ბიზნესის რიგგარეშე ფინანსური მონიტორინგის ჩატარება. ყოველივე ამის შემდგომ, სასწრაფო რეჟიმში ბანკი ანხორციელებს ვადაგადაცილებული დავალიანების დასაფარად დარჩენილი ბიზნეს აქტივების (პირველ რიგში) და პირადი ქონების რეალიზაციას.
ჩვენი, "რეფორმატორების" მიდგომა ყოველთვის იქნება ბანკების განვითარებისათვის ხელშეწყობა, ბანკი არის უმნიშვნელოვანესი საფინანსო და ბიზნეს სუბიექტი ქვეყნის ეკონომიკაში და მის განვითარებასა და მდგრადობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, ბანკიც უნდა ზრუნავდეს და უფრთხილდებოდეს მის კლიენტს. მხოლოდ ასეთი მიდგომითა და თანადგომით არის შესაძლებელი, საზოგადოება და ბიზნესი გამოვიდეს იმ უმძიმესი სტრესიდან, სადაც ეხლა იმყოფება." - აცხადებს ზვიად გობეჯიშვილი.
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა