„გეჯეთის თევზი“ 1 მლნ ლარის ინვესტიციის მოლოდინშია

საქართველო, თბილისი - 11:31 | 22.06.2016
ნანახია: 1214

სენაკის რაიონის სოფელ გეჯეთში არსებული შპს „გეჯეთის თევზი“, რომლის 100%-იან წილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს პირობიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.

აუქციონის პირობების თანახმად ობიექტზე მინიმუმ 1 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, სადაც თევზის გადამამუშავებელი ქარხნა და სამაცივრე მეურნეობა აშენება იგეგმება.

შპს „გეჯეთის თევზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%–იანი წილის საწყისი საპრივატიზებო ფასი 52 000 ლარია, აუქციონი პირველ ივლისს დასრულდება.

2012 წელს სახელმწიფო საწარმოთა რაოდენობა 490-ს უტოლდებოდა. ოპტიმიზაციის გეგმის ეფექტურად განხორციელების, მათ შორის გარკვეული საწარმოების პრივატიზების შედეგად, სააგენტომ  საწარმოების რაოდენობა 331-ით შეამცირა. ამჟამად სახელმწიფოს მართვაში 159 საწარმოა. სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორში გადატანის პროცესს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე