ლარი კვლავ გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:27 | 21.06.2016
ნანახია: 1799

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2128 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1805 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5095 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4694 ლარს შეადგენდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე