მომღერალი სოსო პავლიაშვილი თბილისის ტურისტულ პოტენციალზე ზრუნავს

საქართველო, თბილისი - 15:53 | 21.06.2016
ნანახია: 1270

მომღერალი სოსო პავლიაშვილი თბილისის ტურისტულ პოტენციალზე ზრუნავს და საქართველოს დედაქალაქს ულამაზეს სიმღერასა და კლიპს უძღვნის. როგორც თავად მომღერალი აცხადებს კლიპის ნახვის შემდეგ ბევრს მოუნდება თბილისში ტურისტად ჩასვლა და მთელს მსოფლიოში ულამაზესი ქალაქის ნახვა. კლიპის რეჟისორი Master-ია, რომელსაც მომღერალი დიდ მადლობას უხდის.

„მეგობრებო! მალე ჩემი ახალი კლიპის „თბილისის“ პრეზენტაცია გაიმართება. მე მივიჩნევ, რომ ეს კლიპი ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესია. ის გამოვიდა საკმაოდ ლამაზი და შთამბეჭდავი. წინმსწრებად შემიძლია გითხრათ, რომ მისი ნახვის შემდეგ გაგიჩნდებათ დიდი სურვილი ეწვიოთ თბილისს, რადგანაც ის დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ქალაქია.

ვიმედოვნებ, რომ კლიპი მოგეწოდებათ, რადგანაც მე მასში დიდი შრომა და ჩემი სულის ნაწილი ჩავდე“, წერს სოსო პავლიაშვილი სოციალურ ქსელში და კლიპის მცირე ნაწყვეტსაც ურთავს.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე