გალტ & თაგარტმა საქართველოში ტურიზმის სექტორის შესახებ კონფერენცია მოაწყო
საქართველო, თბილისი - 15:02 | 21.06.2016 ნანახია: 1370გალტ & თაგარტმა სექტორული კონფერენციების სერიიდან, G&T Industry Series, პირველი სექტორული კონფერენცია სასტუმრო „Holiday Inn თბილისში“ გამართა. კონფერენცია საქართველოს ტურიზმის სექტორს მიეძღვნა, სადაც გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრე საზოგადოება გაეცნო საქართველოს ტურიზმის სექტორში ბოლო შედეგებს, დღევანდელ მდგომარეობას, ტრენდებს და გამოწვევებს. მეორე ნაწილი დაეთმო სადისკუსიო პანელს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ტურიზმის სფეროში აქტიურად მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საპარტნიორო ფონდი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, აჭარა ჯგუფი და სილქ როუდ ჯგუფი.
გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული ტურიზმის სექტორის ანგარიში მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის:
- ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა 2016 წლის ხუთ თვეში - რამ განაპირობა ეს ზრდა და რა მოლოდინებია წლის მეორე ნახევარში;
- რა მიმართულებით არის ქვეყანაში პოტენციალი ტურიზმის სექტორის განვითარების შემდეგ ეტაპზე;
- სასტუმროების სექტორი - ბრენდირებული სასტუმროების დაგეგმილი პროექტები, სად არის შესაძლებლობები;
- საქართველოს ტურიზმის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის Travel & Tourism Competitiveness Index-ის მიხედვით - რომელ ქვე-ინდექსებში არის საქართველო მოწინავე ადგილებზე და რომელში ჩამორჩება;
- სახელმწიფოს ინიციატივები ტურიზმის სექტორის წახალისებით მიზნით.
„ღონისძიებათა ციკლის, G&T Industry Series, მთავარი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან მოცემული სექტორის აქტიური მონაწილეები - კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები - იმ მიზნით, რომ განიხილონ სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები. ჩვენის მხრივ, აუდიენციას წარვუდგენთ ჩვენს უახლეს სექტორულ კვლევას და გავუზიარებთ დაგროვილ ცოდნას. გვსურს, რომ დამსწრე საზოგადოებამ მოისმინოს თუ როგორ აღიქვამს ამა თუ იმ საკითხს კერძო სექტორი და რა ფორმით უწყობენ მას ხელს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები. სექტორული კონფერენციების სერიას მიეცემა პერიოდული სახე და წლის განმავლობაში 3 სექტორის დაფარვა იგეგმება“ განაცხადა გალტ & თაგარტის საინვესტიციო კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო პაპავამ.
“აჭარა ჯგუფი მხარს უჭერს გალტ & თაგარტის სექტორული კონფერენციების ჩატარების ინიციატივას და მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ პირველ კონფერენციას სასტუმროში Holiday Inn Tbilisi. მსგავსი კონფერენციები და შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ხელშეწყობისთვისა და განვითარებისთვის, რადგან დღეს საქართველოს გააჩნია ყველანაირი წინაპირობა, იმისათვის, რომ გახდეს სამაგალითო ქვეყანა თანამედროვე ტურიზმის განვითარებაში, გამომდინარე იქიდან, რომ მასპინძლობა ჩვენი ცხოვრების წესი და კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია“ განაცხადა „აჭარა ჯგუფი“-ს მარკეტინგის და ბიზნესის განვითარების დირექტორმა ოთო ბერიშვილმა.
სრულად ტურიზმის სექტორის შესახებ ანგარიში შეგიძიათ იხილოთ: www.gt.ge
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა