ავიაბილეთები თბილისი-ბათუმი 50 დოლარიდან, ხოლო ნატახტარი-ბათუმი 80 ლარიდან ეღირება

საქართველო, თბილისი - 11:52 | 21.06.2016
ნანახია: 2798

თბილისიდან და ნატახტრიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების ღირებულება უკვე ცნობილია. ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენის ღირებულება, რომელსაც ყაზახური კომპანია Skybus-ი შეასრულებს, 50 (ერთი გზა) დოლარიდან დაიწყება. ხოლო რაც შეეხება ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით ფრენებს, ამ შემთხვევაში ფასი, ერთი გზა, 80 ლარიდან ეღირება.

 როგორც ცნობილია, Skybus-ი ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა ავიარეისების განხორციელებას 24 ივნისიდან დაიწყებს. უკვე დამტკიცებული გეგმის მიხედვიოთ კომპანია რეისებს 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 50-ადგილიანი CRJ100ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით რეისების შესრულება 21 ივნისიდან დაიწყება და მას  ავიაკომპანია „სვისეარი” განახორციელებს.  კომპანია ყოველ სამშაბათს, ხუთშაბთსა და კვირას 17 ადგილიანი L410 საჰაერო ხომალდით იფრენს.ა

Skybus-ის ფრენების განრიგია:

ოთხშაბათი, ორშაბათი: ბათუმი-თბილისი 07:30

თბილისი-ბათუმი 09:00

პარასკევი: ბათუმი-თბილისი 19:25

თბილისი-ბათუმი 20:50

სვისეარისფრენების განრიგი:

სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა:

ნატახტარი-ბათუმი 09:00

ბათუმი-ნატახტარი 11:00

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ თბილისის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებაზე ინტერესთა გამოხატვა აპრილში გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღების უფლება ყველა დაინტერესებულ კომპანიას შეეძლო, რომელსაც ფრენების მომხმარებლისთვის ყველაზე დაბალ ფასად შეთავაზება შეეეძლო.

აღსანიშნავია, რომ 1 ივნისიდან, ყაზახურმა ავიაკომპანიამ SkyBus ყაზახეთსა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენების შესრულება დაიწყო.  რეისები კვირაში 8 სიხშირით შემდეგ საჰაერო ხაზებზე ხორციელდება:

აქტობე-ბათუმი-ასტანა;

კიზილორდა-ბათუმი-აქტობე;

შიმკენტი-ბათუმი-კიზილორდა;

აქტაუ-ბათუმი-შიმკენტი;

ატირაუ-ბათუმი-აქტაუ;

ყარაღანდა-ბათუმი-ატირაუ;

კუსტანაი-ბათუმი-ყარაგანდა;

ასტანა-ბათუმი-კუსტანაი

ფრენებს კომპანია Bombardier CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით ასრულებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე