ლარი ისევ გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 18:05 | 20.06.2016
ნანახია: 1442

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.1805 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1790 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4694 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4512 ლარს შეადგენდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე