ხვალ, „გალტ & თაგარტი“ ტურიზმის სექტორის ანგარიშს წარმოადგენს

საქართველო, თბილისი - 17:16 | 20.06.2016
ნანახია: 1069

ხვალ, 21 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში (მის: 26 მაისი მოედანი N1), გაიმართება “გალტ & თაგარტის” სექტორული კონფერენციების სერიებიდან, პირველი სექტორული კონფერენცია. კონფერენცია მიეძღვნება ტურიზმის სექტორს და პირველი ნაწილი დაეთმობა „გალტ & თაგარტის“ მიერ მომზადებული ტურიზმის სექტორის ანგარიშის პრეზენტაციას. კონფერენციაში მონაწილეები მოისმენენ ამ სექტორის შესახებ,  არსებულ მდგომარეობას, ტრენდებს და გამოწვევებს. მეორე ნაწილში გაიმართება სადისკუსიო პანელი. აღნიშნული პანელი იქნება წარმომადგენლობითი და მასში მონაწილეობას მიიღებენ ტურიზმის სფეროში აქტიურად მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციას ასევე დაესწრება საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე