ევროპის კრუიზულ ბაზარზე თურქეთი ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 12:27 | 20.06.2016
ნანახია: 1192

ევროპის კრუიზულ ბაზარზე თურქეთი ლიდერობს. ქვეყანამ ბუნებრივი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით მოახერხა ის, რომ ევროპაში საკრუიზო ტურიზმში ნომერ პირველი მოთამაშეა.

ბოლო 5 წლის განმავლობაში თურქეთში 7 ათას 593 საკრუიზო გემი, საზღვაო მარშუტებით, 10 მლნ 207 ათას ტურისტს მოემსახურა. მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით კი აღნიშნულმა მაჩვენებლმა  83 გემი და 82 ათას 114 მგზავრი შეადგინა.

გასული წლის მონაცემებით, საკრუიზო მგზავრების გადაყვანა თურქეთის 23 პორტიდან განხორციელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე