სატესტო პოლიგონიდან რობოტი გაიქცა

საქართველო, თბილისი - 18:20 | 20.06.2016
ნანახია: 1333

რუსეთის ქალაქ პერმში, მრავალი უნარის მქონე რობოტი, სატესტო პოლიგონიდან გაიქცა. რობოტმა გაქცევა ღია კარიდან მოახერხა და მალევე „პრომობოტი“ ხალხით სავსე ქუჩაში აღმოჩნდა. რობოტის გამოჩენამ ქუჩაში საცობიც კი წარმოქმნა.

ადგილზე მალევე გამოცხადდნენ სამართალდამცავები. რობოტს ბევრი არ „უწვალია“, რადგან ის მალევე გამოვიდა მწყობრიდან, რადგან ელემენტები დაუჯდა.

გაქცევიდან დაახლოებით ერთ საათში ის ლაბორატორიაში დააბრუნეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე