პეკინში iPhone 6 აკრძალეს

საქართველო, თბილისი - 11:51 | 20.06.2016
ნანახია: 1209

პეკინის მთავრობამ კომპანია Apple-ს სმარტფონების: iPhone 6-სა და iPhone 6 Plus-ს რეალიზაცია აუკრძალა.

აღნიშნულის მიზეზად კი ჩინური კომპანია Burley-ის პროდუქციასთან პლაგიატობა დასახელდა.

როგორც პეკინის ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისმა სამსახურმა დაადგინა, „ჩაკბეჩილმა ვაშლმა“ უკანონოდ, უკვე დაპატენტებული
სმარტფონ 100C-ს დიზაინი მიისაკუთრა.

 როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აღნიშნულ სმარტფონებს შორის განსხვავება მინიმალურია და მყიდველებს მისი გარჩევა გაუჭირდებათ.
ოფიციალურმა პეკინმა Apple-ს ბოლო თაობის სმარტფონების რეალიზაცია უკვე აუკრძალა. თავად ამერიკულმა კომპანიამ კი სასამართლოს მიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე