საექსპორტო ათეულში სპილენძის მადნები და კონცენტრატები ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 11:29 | 20.06.2016
ნანახია: 1329

2016 წლის იანვარ-მაისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 127 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 66 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 63 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო   სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4070 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3 პროცენტით მეტია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე