დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16 %-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 11:23 | 20.06.2016
ნანახია: 1065

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-მაისში 953 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 16 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 236 მლნ. აშშ დოლარი (30 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 717 მლნ. აშშ დოლარი იყო (9 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 23 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 30 პროცენტი და იმპორტში 22 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 29, 38 და 26 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-მაისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 19 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მაისში 21 პროცენტი).

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო   სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4070 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3 პროცენტით მეტია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე