იანვარ-მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3 %-იით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:12 | 20.06.2016
ნანახია: 1173

2016   წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4070 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 780 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3290 მლნ. აშშ დოლარს (8 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მაისში 2509 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 62 პროცენტი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე