ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:36 | 17.06.2016
ნანახია: 2364

არ შეგეშინდეთ ახალი იდეების, არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის; პირველი ნაბიჯის გადადგმა არის უმთავრესი, იმისთვის, რომწარმატებას მიაღწიოთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინოვაციური ბიზნესისხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" პრეზენტაციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს.

პრემიერმა „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმისფარგლებში დაიწყო და აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანის შესაძლებლობების რეალიზაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ძალიანმნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება, რათა ადამიანებმა იფიქრონ, როგორ მოიფიქრონ ახალიიდეები იმისთვის, რომ შექმნან საკუთარი ბიზნესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევქმნათ შესაბამისი ეკოგარემო, რომელშიცახალგაზრდები, ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანები ამას შეძლებენ. ამიტომ, დღეს ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ პროგრამას - "სტარტაპსაქართველო". ეს არის პროგრამა, რომელიც შეცვლის ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ, გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და განავითარებსქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებს უნდა ჰქონდეთსიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეა და, შესაძლოა, სრულიად არ ჰქონდეთ კაპიტალი, რომლითაც ბიზნესი უნდა დაიწყონ. გიორგიკვირიკაშვილის შეფასებით, ახალი პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ ქმნის შესაძლებლობებს ნიჭიერი ადამიანებისთვის, რათა მათ,საწყისი კაპიტალის არქონის პირობებშიც, წამოიწყონ ბიზნესი.

„გარემო, სადაც ჩვენ ვიმყოფებით - ტექნოპარკი, რომელიც სულ უახლოეს წარსულში შეიქმნა, იძლევა საშუალებას, გამოვიყენოთმთლიანად აქ არსებული ინფრასტრუქტურა; აქ არის იურიდიული კომპანიების მომსახურება, აქ გახლავთ ის სამეწარმეო საწყისიინფრასტრუქტურა, რომელიც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს მისცემს საშუალებას, წამოიწყონ ბიზნესი და, რა თქმა უნდა, იმადამიანებს, რომლებსაც ამ პროგრამით ბიზნესიდეები დაუფინანსდებათ, სახელმწიფო დაეხმარება ასევე ექსპორტში და მათიშესაძლებლობების ქვეყნის გარეთ რეალიზებაშიც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, პროგრამისთვის საწყის ეტაპზე 11 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო შემდგომ, გათვალისწინებულია პროგრამისბიუჯეტის 35 მილიონ ლარამდე გაზრდა.

განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა.დაინტერესებული პირები, ერთი ფანჯრის პრინციპით, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ტექნოლოგიური პარკის შენობაში, ასევე,იმუშავებს ცხელი ხაზი.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროგრამის დაწყების  მოსამზადებელ სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა -ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საპარტნიორო ფონდს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისსააგენტოს.

„ეს პროგრამა გახლავთ 4 პუნქტიანი რეფორმების პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი, ეკონომიკური განვითარების ბლოკის ერთ-ერთიუმნიშვნელოვანესი მიმართულება. ამ ბლოკით გათვალისწინებულია ასევე ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია.  მოგეხსენებათ, რომსაკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. ასევე, რა თქმა უნდა, ამ ბლოკის უმთავრესი ნაწილია, რომ დამწყებ ბიზნესმენებსმიეცეთ საშუალება, მოიპოვონ დაფინანსება თავიანთი იდეების განსახორციელებლად. უმთავრესი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ არშეგეშინდეთ ახალი იდეების, არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის; პირველი ნაბიჯის გადადგმა არის უმთავრესი, იმისთვის, რომწარმატებას მიაღწიოთ", - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდებს.

გიორგი კვირიკაშვილმა, ახალგაზრდების წახალისებისა და მათი საინტერესო, ინოვაციური იდეების განხორციელების სტიმულირებისმიზნით, რამდენიმე ცნობილი ფრაზა გაიხსენა.

„კომპანია „ამაზონის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბუზოსი აცხადებს - „როდესაც მე ბიზნესს ვიწყებდი,ზუსტად ვიცოდი, რომ არ ვინანებდი, თუ ეს წამოწყება დამთავრდებოდა კრახით, მაგრამ ასევე ზუსტად ვიცოდი, რომ ვინანებდიერთადერთ რამეს - რომ არ მეცადა ჩემი იდეის განხორციელება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს ასევე გაახსენა ცნობილი კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის მაგალითი, რომელმაც კარიერისმანძილზე, უამრავი ქულა მოიპოვა და მრავალი სროლა განახორციელა, რომელიც აცილებით დამთავრდა; მას 36-ჯერ მიეცა გუნდისთვისგადამწყვეტ მატჩში, გადამწყვეტი სროლის განხორციელების საშუალება, 36-ჯერ ააცილა ბურთი კალათს და სწორედ ეს იყო მისიწარმატების საწინდარი.

„ამიტომ, მინდა, არასოდეს შეგეშინდეთ წარუმატებლობის, მინდა, ყოველთვის სცადოთ და დავასრულებ უინსტონ ჩერჩილის ძალიანცნობილი ფრაზით - „მაშინაც კი, როდესაც თქვენ გიწევთ ჯოჯოხეთის გავლა, გააგრძელეთ სიარული. ეს არის წარმატების საწინდარი", -განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა პრეზენტაციაზე რამდენიმე ახალგაზრდის ინოვაციური იდეებიც მოისმინა, რომლებიც შესაძლოა, მომავალში ახალიპროგრამით დაფინანსდნენ.

პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის წევრები, საპარტნიორო ფონდისა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელებიდა ახალი სახელმწიფო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი ახალგაზრდები დაესწრნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე