„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ღია კარის დღეს გამართავს

საქართველო, თბილისი - 11:48 | 17.06.2016
ნანახია: 1287

 „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ 18 ივნისს მომავალი მაგისტრანტებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. ღია კარის დღე საქართველოს ბანკის სათაო ოფისში (გაგარინის 29ა, შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან) გაიმართება. ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც სურს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება ფინანსების მიმართულებით. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტიში შესაძლებელია მიიღოთ ხარისხიანი დასავლური განათლება -  სწავლის სრული დაფინანსებით. სწავლის პროცესი აგებულია პრაქტიკისა და თეორიის ბალანსზე, სტუდენტებს საშუალება აქვთ დაამყარონ საჭირო პროფესიული კონტაქტები და რეალურად მიაღწიონ კარიერაში წინსვლას.

 

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MBA) 2 წლიანია და სტუდენტები დაფინანსების ან სწავლის საფასურის გადახდის უნიკალური პირობებით ისარგებლებენ. მიღებული სტუდენტების საუკეთესო 10 სტუდენტი სრულ სტიპენდიას მიიღებს და არ გადაიხდის სწავლის საფასურს, შემდეგი საუკეთესო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე. ყველა ჩარიცხულ სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100%-იანი დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დაასრულებს სწავლას.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე