გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,2%-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 16:05 | 16.06.2016
ნანახია: 1235

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,9 მილიონი ბარელით ანუ 0,2%-ით შემცირდა და შეადგინა  531,5 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები შემცირდა 2,6 მლნ ბარელით ანუ 1,1%-ით და შეადგინა  237  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 0,8 მლნ  ბარელით ანუ 0,5%-ით  და შეადგინა 152,2 მლნ ბარელი. ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე