ვითიბი ბანკის თასზე, საცხენოსნო ტურნირი იწყება

საქართველო, თბილისი - 15:20 | 16.06.2016
ნანახია: 1364

17 -დან  19 ივნისის ჩათვლით თბილისის იპოდრომზე გაიმართება   მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP. შეჯიბრში წარმოდგენილი  იქნება - წინაღობათა გადალახვა. ტურნირის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი. ტურნირის ორგანიზატორია  საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია. 

ტურნირში მონაწილეობას იღებენ მხედრები: საქართველოდან და ირანიდან.  მსაჯთა კოლეგიაში წარმოდგენილი იქნებიან მსაჯები საქართველოდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან და თურქეთიდან. დასწრება თავისუფალია.

“ვითიბი ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, უკვე მესამე წელია ამ ტურნირის გენერალური სპონსორები ვართ და ამასთან ერთდ საცხენოსნო სპორტის ფედერაციას 2013 წლიდან უჭერთ მხარს. ვთვლით,რომ სპორტის ამ სახეობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ვისურვებდით  მეტი ადამიანი დაკავდეს სპორტის ამ სახებით. ეს ტურნირიც, ვითიბის თასზე, სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - აცხადებს ვითიბი ბანკის ვიცე პრეზიდენტი   გიორგი ბარკალაია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე