„გალტ & თაგარტმა“ საქართველოში პირველად დსთ-ს, ბალტიის და კავკასიის ქვეყნების ობლიგაციების კონგრესს უმასპინძლა
საქართველო, თბილისი - 14:58 | 16.06.2016 ნანახია: 1256სს „გალტ & თაგარტის“ („გალტ & თაგარტი“) მხარდაჭერით საქართველოში პირველად ობლიგაციების შესახებ დსთ-ს, ბალტიის და კავკასიის ქვეყნების რიგით XIII საერთაშორისო კონგრესი მოეწყო. კომპანია Cbonds-ის კონგრესი ობლიგაციების შესახებ წარმოადგენს წამყვან ღონისძიებას, სადაც განიხილება ობლიგაციების საშინაო ბაზრების განვითარების საკითხები დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნებში, ასევე, განვითარებადი ბაზრების (Emerging Markets) ევროობლიგაციების ბაზრების საკითხები. კონგრესის მონაწილეები იმსჯელებენ განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციების ბაზრების მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე. მათ შორის:
- საქართველოს ეკონომიკური განვითარება, ფინანსური სისტემა და ობლიგაციების ბაზარი;
- მაკროეკონომიკური განვითარება და საფინანსო ბაზრების პერსპექტივები;
- ევროობლიგაციების ბაზარი;
- ინვესტორების დისკუსია;
- თემატური სექციები ცალკეული ქვეყნების მიხედვით: აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, სომხეთის, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ბელორუსიის ობლიგაციების ბაზრები.
„საქართველოში, სასესხო კაპიტალის ბაზარის განვითარებაში გალტ & თაგარტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ქართულ კომპანიებს, რომელთაც ძლიერი კორპორაციული მმართველობა აქვს, გალტ & თაგარტი აქტიური მხარდაჭერით, შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაცია, კორპორატიული ობლიგაციებიდან ფულის მოზიდვის საშუალებით. გალტ & თაგარტმა წარმატებით მოიზიდა 114 მილიონი ლარში დენომინირებული და 60 მილიონი აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციები, ქართული კორპორაციებისთვის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის 2014-2015 წლების განმავლობაში. ბოლოდროინდელი აქტივობის და მოვლენათა განვითარების შედეგად, სასესხო კაპიტალის ქართული ბაზარი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ის ფაქტი, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს დსთ-ს, ბალტიის ქვეყნების და კავკასიის კონგრესს ობლიგაციების შესახებ, რომელიც წინა წლებში დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქებში იმართებოდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მნიშვნელობას. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს ქართულ სასესხო ბაზრებში და განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას. ჩვენ ასევე ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი რეგიონის და კონკრეტულად საქართველოს მიმართ მომავალშიც გაიზრდება“ განაცხადა გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ.
ობლიგაციების შესახებ 2 დღიან კონგრესში მონაწილეობას მიიღებს 200 დელეგატი 14 სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის: ბანკები, წამყვანი საინვესტიციო კომპანიები, ემიტენტები და ინფრასტრუქტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა