ბათუმში 5*-იანი Wyndham Hotel-ი ტურისტული სეზონის ბოლომდე გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 14:48 | 16.06.2016
ნანახია: 2851

მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ბათუმს კიდევ ერთი სასტუმრო შეემატება. უახლოეს პერიოდში. ბათუმში, ფოსტის ყოფილ შენობაში 5*-იანი  Wyndham Hotel-ი გაიხსნება. სასტუმროს ინვესტორ კომპანია „აქთივ ბათუმში“ განმარტავენ, რომ სასტუმროს გახსნის ზუსტი თარიღი ამ დროისათვის დაზუსტებული არ არის, თუმცა სასტუმრო სტუმრების მიღებას მიმდინარე ტურისტული სეზონის ბოლომდე დაიწყებს.  

მემედ აბაშიძის გამზირზე განთავსებული Wyndham Hotel-ი 146 ნომრიანი იქნება. აღნიშნული პროექტით რეგიონში 60 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება. სასტუმროში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება იგეგმება.

Wyndham Hotel Group-ი 1981 წელს დაფუძნებული ამერიკული კომპანიაა, რომელიც 55 ბრენდს და 7670 სასტუმროს აერთიანებს მსოფლიოში. აჭარაში ბრედნი პირველად შემოდის.

სასტუმროში საკონფერენციო და სადღესასწაულო დარბაზების, რესტორნების, ღამის კლუბის, ასევე სპა ცენტრის, აუზის, ვიტამინბარის და ადმინისტრაციული ოფისების მოწყობა იგეგმება.

გაზეთ „ბათუმელების“ ინფორმაციით, სასტუმროსთან ერთად ექსპლუატაციაში შევა კაზინო „პრინცესაც“.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ყოფილი ფოსტის შენობა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ 2010 წელს ოფშორულ ზონაში ამავე წელს დაფუძნებულ კმპანიას „აქტივ ბათუმს“ 2 მილიონ 500 000 დოლარად მიყიდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ახალი ხელისუფლებაც იჩენს – რამდენჯერმე აპატიეს და გადაუწიეს ყოფილი ფოსტის შენობაში სასტუმროს გასხნის ვადები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე