საქართველო ტურისტებისათვის ყველაზე იაფი ქვეყნების „შესანიშნავ შვიდეულშია“

საქართველო, თბილისი - 11:26 | 16.06.2016
ნანახია: 1520

საქართველო ტურისტებისათვის ყველაზე იაფი ქვეყნების ათეულშია. დამოუკიდებელმა პორტალმა Numbeo-მ, რომელიც საკმაოდ დიდი მომხმარებლებთა ბაზა აქვს, ტურისტებისათვის ყველაზე ძვირი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც 122 სახელმწიფო მოხვდა.

რეიტინგი 50 კრიტერიუმის გათვალისწინებით შედგა, მათ შორის კვებისა და უძრავის ქონების ფასი, ტაქსის მომსხურების ღირებულება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფები, კომუნალური გადასახადები, სატელეფონო ტარიფები და სხვა.

როგორც ირკვევა ტურისტებისათვის ყველაზე ძვირი ბერმუდის კუნძულებია, ხოლო ყველაზე იაფი ინდოეთი.

რეიტინგის მიხედვით, ტურისტებისათვის ყველაზე იაფი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზე ინდოეთი, მეორეზე კი მოლდოვაა. რეიტინგში მესამე პოზიციას პაკისტანი, ხოლო მეოთხე ადგილის მფლობელი ყაზახეთია. მეხუთე ადგილზე ნეპალი, ხოლო მეექვსეზე უკრაინაა. ამ „შესანიშნავ შვიდეულს“ კი საქართველო აგვირგვინებს და ის ყველაზე იაფიანი ქვეყნების ათეულშია.

რეიტინგში საქართველოს შემდეგ მოდიან: ალჟირი, აზერბაიჯანი, კოლუმბია.

რაც შეეხება ყველაზე ძვირი ქვეყნების რეიტინგს Numbeo-ს ვერსიით ის ასე გამოიყურება: ბერმუდის კუნძულები, შვეიცარია, ბარამის კუნძულები,  და სხვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე