ოპეკის "კალათის" ფასი შემცირდა

საქართველო, თბილისი - 17:05 | 15.06.2016
ნანახია: 1243

ოპეკის "კალათის" ფასი შემცირდა.  კერძოდ, 2016 წლის 13 ივნისის მდგომარეობით ოპეკის "კალათის" ფასი შემცირდა 0,8 დოლარით ანუ 1,7%-ით და ოფიციალურად შეადგინა 46,25 დოლარი/ბარელზე.

 

2015 წელს ოპეკის "კალათის" საშუალო ფასმა შეადგინა 46,46 დოლარი/ბარელზე, 2014 წელს ოპეკის "კალათის" საშუალო ფასმა შეადგინა 96,29 დოლარი/ბარელზე, 2013 წელს ოპეკის "კალათის" საშუალო ფასმა შეადგინა 105,87 დოლარი/ბარელზე, 2012  წელს ოპეკის "კალათის" საშუალო ფასმა შეადგინა 109.45 დოლარი/ბარელზე, 2011 წელს - 107.46 დოლარი/ბარელზე, 2010 წელს - 77.45 დოლარი/ბარელზე, 2009 წელს - 61.06 დოლარი/ბარელზე.

 

ცნობისათვის, ოპეკის "კალათის" ფასის რეკორდულ მაჩვენებელს შეადგენს 140.73 დოლარი/ბარელზე, რომელიც დაფიქსირდა 2008 წლის ივლისს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე