სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:34 | 15.06.2016
ნანახია: 1147

15 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების  5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 18 014 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9,250 პროცენტით, მაქსიმალური 9,500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9,392 პროცენტითგანისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 11.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე