საქართველოში LitMarket-სმაღაზიათა ქსელი იქმნება

საქართველო, თბილისი - 12:55 | 15.06.2016
ნანახია: 1325

ხორცის გადამამუშავებელი კომპანია Klaipedos mesine საქართველოში LitMarket-ს მაღაზიათა ქსელს ქმნის, სადაც ლიტვური პროდუქციით ივაჭრებენ.

Klaipedos mesine-ის კუთვნილმა Lietuvos namai-მა თბილისში 2 მაღაზია უკვე გახსნა. წლის ბოლომდე თბილისში სავაჭრო ობიექტების რაოდენობა 10-მდე გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლისთვის კი 50-მდე. კომპანიის მენეჯმენტის გათვლებით, LitMarket-ის ქსელი ქვეყანაში სიდიდით მესამე ან მეოთხე სავაჭრო ქსელი უნდა გახდეს.

 აღნიშნულ პროექტში Klaipedos mesine-ს კაპიტალიზაცია 100 ათას ევროს შეადგენს.

 Klaipedos mesine-ს პროექტების მენეჯერი ტომას ვალაუსკასის თქმით, პროექტის ფარგლებში რამდენიმე ლიტველი მწარმოებელი გაერთიანდა, რომლებიც ლიტვიდან საქართველოში საკუთარი პროდუქციის ექსპორტს განახორციელებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე