UGT Group-ს საქართველოში იტალიური კომპანია FERRETTI Group-ი შემოყავს

საქართველო, თბილისი - 11:38 | 15.06.2016
ნანახია: 1404

UGT Group-ის შვილობილმა კომპანია Caucasus Yachts-მა ხელი მოაწერა საპარტნიორო ხელშეკრულებას იტალიურ ferretti Group -თან, რომელიც მას კავკასიის რეგიონში პრემიუმ კლასის იახტების მიწოდებაზე ექსკლუზიური წარმომადგენლის უფლებას ანიჭებს. Caucasus Yachts აგრეთვე განახორციელებს იახტების სრულფასოვან მენეჯმენტს და ტექნიკურ მომსახურებას. 

საპარტნიორო ხელშეკრულების ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება 16 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო Tbilisi Marriott-ში.  შეხვედრაზე UGT Group-ს წარმოადგენს საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და UGT Group-ის პრეზიდეტი  გიორგი ჭირაქაძე და Ferretti Group-ს წარმოადგენს კომპანიის კომერციული დირექტორი სტეფანო დე ვივო.

 „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების ახალი ნაკადების მოზიდვას და საზღვაო-სანაოსნო სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ზრდის დაჩქარებას“ აღნიშნა გიორგი ჭირაქაძემ. 

„მოხარული ვართ ჩვენი საქმიანობის გაფართოებით აღმოსავლეთ ევროპაში და კერძოდ, საქართველოში, განსაკუთრებული მნიშვნელობის ქვეყანაში, რომელიც ხასიათდება სწრაფი ეკონომიკური ზრდით. ჩვენი იახტების განსაკუთრებულობას  აუცილებლად დააფასებენ ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა. ძალიან ვაფასებთ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა გვემუშავა ისეთ კომპანიასთან როგორიცაა Caucasus Yachts, რომელიც UGT Group-ის შვილობილი კომპანიაა. ეს ის ჯგუფია რომელსაც ქვეყანაში ძლიერი ეკონომიკური პოზიცია უკავია. ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშესთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გზით Ferretti Group-ი შეძლებს წამყვანი პოზიციები დაიკავოს კავკასიის რეგიონში”, განაცხადა სტეფანო დე ვივომ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე