მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 4.9 %-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 11:21 | 15.06.2016
ნანახია: 1487

2016 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 92.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 203.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.9 პროცენტით (4.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 89.9 პროცენტი მოდიოდა.
  2016 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.8 მლნ აშშ დოლარი (34.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.3 მლნ აშშ დოლარისა (30.9 მლნ ლარისა) გასული წლის მაისში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე