ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 18:05 | 14.06.2016
ნანახია: 1511

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.1324 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1291 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.3934 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.3999 ლარს შეადგენდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე