ტურიზმის ადმინისტრაციის პროექტი „გაიცანი საქართველო“ ერთი წლისაა

საქართველო, თბილისი - 17:11 | 14.06.2016
ნანახია: 1118

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტიგაიცანი საქართველოერთი წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კუსტბაზე, Uptown Space-ში მიღება და შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, ღონისძიებაზე მოეწყო ფოტოგამოფენა,სადაც იმ ფოტოგრაფების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, რომლებიც პრესტურებში მონაწილეობდნენ. ღონისძიებას მასმედიისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პორექტი 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია. ამ მიზნით ერთი წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქართველი ჟურნალისტებისათვის 11 პრესსტური გამართა. პროექტის ფარგლებში მასმედიის 200-მდე წარმომადგენელმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოინახულა. მომზადდა 50-ზე მეტი სიუჟეტი, მთელი წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება იღებდა ინფორმაციას სართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტული პოტენციალისა და ღირშესანიშნაობების შესახებ.

ჟურნალისტებმა მოინახულეს აჭარა, სამეგრელო, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთს, იმერეთი, ხევსურეთი, რაჭა და კახეთი. დაათვალიერეს ოკაცესა და მარტვილის კანიონები. წყალტუბოში, საირმესა და ბორჯომში გაეცნენ საქართველოს სამედიცინო ტურისტულ პოტენციალს. 
2016
წელს პროექტი გაიცანი საქართველო გაგრძელდება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გურიაში, ზემო აჭარასა და თუშეთში პრესტურებს გეგმავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე