ბათუმში, ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციისთვის 19 მლნ ლარია გამოყოფილი

საქართველო, თბილისი - 16:27 | 14.06.2016
ნანახია: 1153

ბათუმში, პუშკინის ქუჩის კეთილმოწყობა გრძელდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მეორე ფენა ასფალტის საფარი ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში იგება. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია ბორდიურები და ტროტუარები, სადაც ჯამში 850 კვმ დეკორატიული ფილა დაიგო. პარალელურად მიმდინარეობს პუშკინის გადამკვეთი ქუჩების რეაბილიტაცია - ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთებში. დღეს მეორე ფენა ასფალტი დემეტრე ტავდადებულის ქუჩაზეც იგება.
ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი გასული წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტისთვის ქალაქის ბიუჯეტში 19 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად 25 ქუჩაზე უნდა ჩატარდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე